„ძველი ნივთების ახალი სიცოცხლე“
საგანი: ქართული ენა
კლასი: II
პედაგოგი: ია მელიქაძე
თემა: „ძველი ნივთების ახალი სიცოცხლე“
მიზანი: მოსწავლეებმა გაიგონ ნაწარმოების მთავარი სათქმელი, როგორ შეიძლება უბრალო ნივთმა (ღილმა) გააღვიძოს მოგონებები.
სწავლება, რომ „ნარჩენი“ მასალისგან (მეორადი ნივთებისგან) შეიძლება ღირებული რამის შექმნა.
აღწერა: გაკვეთილი დაიწყო ტექსტის განხილვით, სადაც მთავარი სიმბოლო პატარა ღილია. ბავშვებმა იმსჯელეს ბებიის ნაამბობზე. თეორიული ნაწილის შემდეგ, მოსწავლეებმა მიიღეს პრაქტიკული დავალება: სახლში მოეძებნათ ისეთი ნივთები, რომლებიც აღარ გამოიყენება (ღილები, ნაჭრის ნარჩენები, ძაფები, წინდები) და შეექმნათ მათთვის სასურველი სათამაშო.
შედეგი: ბავშვებმა ისწავლეს, რომ სათამაშო მხოლოდ მაღაზიაში ნაყიდი ნივთი არ არის და ყველაზე ძვირფასი ისაა, რაშიც საკუთარ შრომასა და ფანტაზიას დებ.

