პროექტებისიახლეებისკოლაღონისძიებები

ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს!

დღეს ჩვენი სკოლა შეუერთდა აქციას „მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს“ მოსწავლეები, მასწავლებლები და დირექცია დაუნის სინდრომით დაავადებული ადამიანების შესახებ ცნობიერების ამაღლების მხარდასაჭერად ჭრელა-ჭრულა წინდებით გამოცხადნენ. რამდენიმე კლასში ჩატარდა საინფორმაციო საუბრები, ასევე საპრეზენტაციო მასალის ჩვენება. ამ მხრივ გამოირჩეოდა მე-2ა კლასი (დამრიგებელი ნინო ელბაქიძე) ქალბატონმა ნინომ პირადად მოამზადა საინფორმაციო ვიდეო, რომელიც შინაარსობრივად დატვირთული იყო და გათვალისწინებული იყო მოსწავლეთა ასაკობრივი შესაძლებლობები და თავისებურებები.

სკოლის ფოიეში სპეციალური მასწავლებლის ქალბატონი მაია გელაშვილის ინიციატივით მოეწყო ერთობლივი ხატვა. ნახატების შესრულებაში მონაწილეობას იღებდნენ ასევე სსსმ მოსწავლეები. მათ დახატეს და ლამაზად გააფორმეს წინდები, მზე… გამოიფინა პლაკატებიც. დღე ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. ჩვენ მართლაც არ ვითვლით ქრომოსომებს და ჩვენ გვიყვარს „მზის შვილები“.