შიდა სასკოლო ტურნირი მაგიდის ჩოგბურთში
2026 წლის 21 აპრილს სსიპ ქალაქ ქუთაისის მეთოთხმეტე საჯარო სკოლის დირექციის მხარდაჭერით, მაგიდის ჩოგბურთში შიდასასკოლო ტურნირი ჩატარდა. სპორტული ღონისძიება მოიცავდა როგორც ვაჟთა და გოგონათა ინდივიდუალურ პირველობებს, ისე წყვილთა შეჯიბრებებს (ვაჟთა და შერეულ კატეგორიებში). აღნიშნულ ღონისძიებას ხელმძღვანელობდა სკოლის ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებლები — ალექსანდრე კოსტავა და ვანო ხითარიშვილი. განსაკუთრებული მადლობა გვსურს გადავუხადოთ ქუთაისის №30 საჯარო სკოლას და მის დირექტორს, ბატონ მიხეილ გიორგაძეს, მასპინძლობისთვის, სასიამოვნო გარემოს შექმნისა და ღონისძიების საჭირო ინვენტარით უზრუნველყოფისათვის, ასევე სსიპ ქალაქ ქუთაისის N14 საჯარო სკოლის დირექტორს ქალბატონ ნონა ჩუბინიძეს მხარდაჭერისთვის. სკოლებს შორის მსგავსი თანამშრომლობა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და მეგობრული კავშირების გაღრმავებას.

