შიდა სასკოლო ტურნირი
სსიპ ქალაქ ქუთაისის N14 საჯარო სკოლაში დასრულდა ყოველწლიური ტრადიციული გაზაფხულის შიდა სასკოლო ტურნირი ფრენბურთში სპორტის მასწავლებლის ალექსანდრე კოსტავას ხელმძღვანელობით. ტურნირს წინ უსწრებდა ფრენბურთის წესების თეორიული სწავლა და საჭირო ილეთების პრაქტიკული ვარჯიშები. სკოლის საბაზო საფეხურის კლასები ძალიან დიდი ინტერესით თამაშობდნენ. დაძაბულ ბრძოლაში პირველი ადგილი დაიკავა 9გ კლასმა (დამრიგებელი აზა მარუაშვილი), ხოლო მე-2 ადგილი მე-8ა კლასმა (დამრიგებელი ეკატერინე ჯანელიძე). სკოლა წარმატებას უსურვებს ყველა კლასს მომავალ ტურნირებში.