„სიცილის ლექსიკა დავით კლდიაშვილის „სოლომან მორბელაძის“ მიხედვით“ და „დავა ვაჟა-ფშაველას ენის შესახებ“
12 აპრილს სსიპ ქუთაისის N30 საჯარო სკოლაში გაიმართა კონფერენცია დედაენის დღესთან დაკავშირებით. მოსწავლეებმა წარმოადგინეს კვლევების ანგარიში და საინტერესო თემები სახელმწიფო ენის სიწმინდის დაცვასთან დაკავშირებით.
კონფერენციას ესწრებოდნენ: აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენელი ფილოლოგიის დოქტორი, ქართული ენის მიმართულების ასისტენტ-პროფესორი თამარ ნინიძე, მოსწავლეები და მასწავლებლები სსიპ ქუთაისის №14, №24, №30, №37 სკოლებიდან.
თემები საკმაოდ საინტერესო იყო და ეხმიანებოდა იმ პრობლემებს, რომელთა წინაშე დგას ქართული ენა.
კონფერენციაში მონაწილებდნენ სსიპ ქუთაისის № 14 საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეები: ლიზი ჟორჟოლიანი და ქეთევან მუმლაძე, რომლებმაც წარმოადგინეს საინტერესო თემები: „სიცილის ლექსიკა დავით კლდიაშვილის „სოლომან მორბელაძის“ მიხედვით“ და „დავა ვაჟა-ფშაველას ენის შესახებ“, მასწავლებელი ლელა გაბისონია, დამრიგებელი სოფიო ცნობილაძე.
კონფერენციის შემდეგ მოსწავლეებს გადაეცათ სერთიფიკატები.