პროექტებისიახლეებისკოლაშემოქმ. აქტიურები

სიგელი აქტიურ სკოლას

ჩვენი სკოლა განაგრძობს აქტიურ თანამშრომლობას როგორც სამთავრობო, ასევე არასამთავრონო ორგანიზაციების მიერ ინიცირებულ პროექტებში. ამჯერად სკოლამ მონაწილეობა მიიღო ქალაქ ქუთაისის მერიისა და იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირი „სპექტრის“ მიერ ინიცირებულ კონკურსში „გავუფრთხილდეთ შავ ზღვას“. კონკურსი გაიმართა პროექტის „ნარჩენების მართვის ინოვაციური მეთოდების დანერგვა საქართველოს, სომხეთისა და მოლდოვის შერჩეულ ქალაქებში“ ფარგლებში. საკონკურსოდ მოსწავლეებმა ხელოვნების მასწავლებელ სოფიო ფერაძის ხელმძღვანელობით მე-5ა კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი ელისო ბაქრაძე) ლუკა მუკბანიანმა, ანა მუკბანიანმა, საბა ბენდელიანმა, ცოტნე გვანცელაძემ და ლუკა მსხრიკაძემ დახატეს ნახატები აღნიშნულ თემაზე. ბავშვების ნამუშევრებმა დიდი მოწონება დაიმსახურა და კონკურსის ორგანიზატორების გადაწყვეტილებით ქუთაისის #14 საჯარო სკოლა დაჯილდოვდა სიგელით.

სკოლა ულოცავ მონაწილე ბავშვებსა და მათ მასწავლებელს ამ წარმატებას.