“პროცენტი – ჩვენი ცხოვრების ნაწილი”
დღეს ქუთაისის მეთოთხმეტე საჯარო სკოლა -ში მე-7 კლასელებს შორის ჩატარდა მათემატიკური კონკურსი “პროცენტი – ჩვენი ცხოვრების ნაწილი”. (კონკურსის ორგანიზატორები Nino Sturua და ნონა ჩუბინიძე)
კონკურსში სამივე პარალელური კლასიდან თითო გუნდი მონაწილეობდა. თამაში ძალიან დაძაბული გამოვიდა. სამივე გუნდი ტოლს არ უდებდა ერთმანეთს. კაპიტნების კონკურსიც საინტერესოდ წარიმართა. საბოლოოდ დავალებებს თავი ყველამ კარგად გაართვა და მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვა მე-7/ბ კლასმა (დამრიგებელი Lela Gabisonia მათემატიკის მასწავლებელი Nona Chubinidze )
მე – 7ა კლასი – 10 ქულა
მე – 7გ კლასი – 10 ქულა
მე – 7ბ კლასი – 11 ქულა
სკოლა კვლავ გეგმავს კონკურენტული სწავლების სხვადასხვა აქტივობას და წარმატებას უსურვებს ყველა მონაწილეს მომავალშიც.