პროექტი – „ დედამიწა ჩვენი სახლია“
განხორციელდა ქ. ქუთაისის N14 საჯარო სკოლის III და VIII კლასებში სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში.
მასწავლებელი – სოფიკო ფერაძე.
პროექტის მიზანი გახლდათ: მოზარდებში მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლება გარემოს დაცვის მიმართულებით.
ნარჩენების პრობლემის სიმწვავის გააზრება რაც გადის გაეროს 17 მიზნიდან ერთ-ერთ მიზანზე, რომელიც პროექტის ძირითად მიზანს ემსახურება.
მოსწავლეთა თვითრეალიზების, საკუთარი მოსაზრებების/ დამოკიდებულებების, არსებული გლობალური პრობლემების დანახვა/შეფასება, ვიზუალური ფორმით წარმოჩენა და ამ გზით კრიტიკული აზროვნების, შემოქმედებითი უნარების განვითარების ხელშეწყობა.
შედეგად შექმნე პოსტერები, ნახატები აღნიშნულ თემაზე, გამოხატეს თავიანთი შეხედულებები/პოზიციები.
პროექტმა მოსწავლეებს მისცა საშუალება აემაღლებინათ მოქალაქეობრივი ცნობიერება გარემოში არსებული პრობლემების, მისი იდენტიფიცირების და სავარაუდო ინტერვენციების მიმართულებით, გაეაზრებინათ ნარჩენების შემცირების აუცილებლობა. ასევე ის, რომ იმისთვის რათა მიღწეულ იქნეს მდგრადი განვითარების დასახული მიზნები, საჭიროა ყველამ საკუთარი წვლილი შევიტანოთ მათი მიღწევისთვის გაღებულ ძალისხმევაში.