მშობელთა ჩართულობა საგაკვეთილო პროცესში
ქუთაისის #14 საჯარო სკოლის 1ბ კლასში საახალწლო მზადებაა. სასწავლო პროცესისთვის აუცილებელია მშობლისა და სკოლის მჭიდრო ურთიერთკავშირი. მშობელთა ჩართულობა საგაკვეთილო პროცესს სახალისოს, საინტერესოს, წარმატებულს და შედეგზე ორიენტირებულს ხდის, ამიტომაც აქტივობა, რომელიც განახორციელეს პატარებმა მშობლებთან ერთად ძალიან საინტერესო და სახალისო იყო. მათ ერთად დაამზადეს საახალწლო დეკორაციები, შედეგი გასაოცარი იყო. ყველაფერი, როგორც სამუშაო პროცესი, ასევე საბოლოო პროდუქტი აღბეჭდილია სურათებზე.