მოსწავლეთა შემოქმედებითი კონფერენცია უცხოურ ენებში
26 ნოემბერს უცხოური ენების საგნობრივმა ჯგუფმა ჩაატარა მოსწავლეთა კონფერენცია თემაზე :“სილამაზე საუკუნეების განმავლობაში”, ქვეთემებით “მოდა/ჩაცმულობა”. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს სკოლის მე-10 და მე- 11 კლასების მოსწავლეებმა. თემატიკა შემოთავაზებული იყო მოსწავლეთა თვითმართველობის წევრების მიერ. კონფერენციას წინ უსწრებდა ერთთვიანი მოსამზადებელი პერიოდი ,რომლის განმავლობაში ინგლისური და რუსული ენების მასწავლებლებმა კონსულტაცია გაუწიეს მოსწავლეებს საკუთარი თემების უკეთესად წარდგენისათვის. აღსანიშნავია მოსწავლეების მზაობა და ინტერესი აქტივობისადმი. პრეზენტაციები მოიცავდა როგორც ანტიკური პერიოდის მოდის და სილამაზის სტანდარტების შესწავლას, ასევე თანამედროვე მოდის ინდუსტრიის წარმომადგენლების წარდგენას. დაიგეგმა მსგავსი თემატიკის კონფერენციის ფაართო მასშტაბით ჩატარება. მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.