“მოგზაურობა კოლხეთში”
მუსიკის გაკვეთილზე, მასწავლებელმა თამარ გაბისონიამ და IV-ა კლასის მოსწავლეებმა ვიმოგზაურეთ კოლხეთში, მეფე აიეტის სამეფოში, სადაც ინახებოდა „ოქროს საწმისი“, რომელსაც ლეგენდის მიხედვით იცავდა სამთავიანი დრაკონი, ბერძენმა იაზონმა მედეას დახმარებით აიეტის ყველა დავალება შეასრულა, ოქროს საწმისი მოიპარა და მედეაც თან წაიყვანა. მოსწავლეებმა მასწავლებლის დახმარებით წარმოადგინეს ფერადი სამყარო და ფაზლების საშუალებით შექმნეს ლეგენდა „არგონავტების“ შესახებ. კლასის დამრიგებელი ლალი ხუბლავა.