კონფერენცია „უნივერსიტეტი სკოლას, სკოლა-უნივერსიტეტს“
2015 წლის 17 ოქტომბერს ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა კონფერენცია „სკოლა უნივერსიტეტს, უნივერსიტეტი-სკოლას“. კონფერენციის მიზანი იყო სკოლისა და უნივერსიტეტის დაახლოება და განათლების სისტემაში მიმდინარე ცვლილებების განხილვა. ასევე სასკოლო პრაქტიკის მაგალითების მოსმენა. ჩვენი სკოლიდან მომხსენებლად შეირჩა ოთხი მასწავლებელი ქალბატონები ნანა სვანიძე, ლელა იმნაიშვილი, ნინო კანდელაკი და ნონა ჩუბინიძე. ეს ნამდვილად დიდი გამარჯვება იყო ჩვენთვის. ძალიან გვიხარია და ვამაყობთ ჩვენი უჭკვიანესი მასწავლებლებით! ამ ყველაფრის უკან მაღალი პროფესიონალიზმი და მუხლჩაუხრელი შრომაა. სასიამოვნოა, რომ მოგვეცა საშუალება კიდევ ერთხელ გაჟღერდეს ჩვენი სკოლის სახელი! ასევე სასიხარულოა პრაქტიკული პედაგოგიკის წარმატებული მაგალითების მოსმენა