კიდევ ერთი წარმატება
ქუთაისის #14 საჯარო სკოლა აქტიურად მონაწილეობს არასამთავრობო თუ სამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაგეგმილ სხვადასხვა აქტივობებში და წარმატებებიც მომრავლდა. ახლახანს მოსწავლეთა 68-ე სასწავლო-შემოქმედებით კონფერენციაში გამარჯვებული მოსწავლეები დაგვიბრუნდნენ. აღნიშნულ კონფერენციაში 6 მოსწავლე გადავიდა მეორე ტურში და ხუთი მათგანი სიგელებით დაგვიბრუნდა. წარმოგიდგენთ გამარჯვებულ მოსწავლეებსა და მათ თემებს:
მათემატიკის სექცია
- დიმიტრი დვალაძე – მე-10 კლ – კომპლექსურ რიცხვთა სიმრავლე და კომპლექსური რიცხვები – თემის ხელ-ლი თინათინ კოხრეიძე
- მარიამ გოგელიძე – მე-8 კლ – ფიგურული რიცხვები – თემის ხელ-ლი აზა მარუაშვილი
- ანი სვანიძე – მე-8 კლ – ევკლიდეს ალგორითმი – თემის ხელ-ლი აზა მარუაშვილი
ქიმიის სექცია
- მარიამ ბუხაიძე – მე-11 კლ – ყველასთვის სასურველი შოკოლადი – თემის ხელ-ლი ნატალია გურეშიძე
ეკოლოგია-ბიოლოგიის სექცია
- თეონა თვარაძე – მე-10 კლ – ბიოლოგიური ევოლუცია და რელიგია – თემის ხელ-ლი ქეთევან ენდელაძე
წარმატებებს ვუსურვებთ მოსწავლეებსა და მათ მასწავლებლებს მომავალშიც!