კეთილი ბერიკაცი
თემა: ერთმანეთზე ზრუნვა
საკითხი: კეთილი ბერიკაცი (მოთხრობის გაგრძელება)
სამიზნე ცნება – სიტყვა, წინადადება, ტექსტი
მეთოდი: „მე – კალამი“ ეს მეთოდი ძალიან დამეხმარა მოსწავლეთა დაკვირვების უნარის განვითარებაში, კითხვის ტექნიკის გაწაფვაში… მისი საშუალებით ჯერ კიდევ პირველი კლასიდან დაწყებული ხედავენ ნაფიქრსა და დაწერილს შორის კავშირს, ტექსტის ძირითად მახასიათებლებს (სათაური, აბზაცი, სტრიქონი) იაზრებენ. უვითარდებათ შემოქმედებითი და ფანტაზიის უნარები. თავდაპირველად თემის დამუშავება დავიწყეთ საკითხის „კეთილი ბერიკაცი“ ფარგლებში. განვიხილეთ, შევისწავლეთ მთავარი იდეა, დავაკავშირეთ სხვა საგანის საკითხებთან. პერსონაჟები უკვე შერჩეული გვყავდა. პირველად განვიხილეთ მოთხრობის ჩარჩო და ერთად გავაგრძელეთ ამბავი. გავიხსენეთ, რომ ამბავი სამი ნაწილისგან შედგება: დასაწყისი, შუა ნაწილი და დასასრული. შემდეგ დავაკონკრეტეთ მოქმედების დრო, ადგილი, დავფიქრდით პერსონაჟთა ქმედებაზე და ა.შ. მერე მათ დაიწყეს კარნახი, მე – წერა. თუ რაიმე არ მოეწონებოდათ, მაშლევინებდნენ. გავიხსენეთ, რომ წერას აბზაცით ვიწყებთ, რომ არ უნდა დაგვავიწყდეს სასვენი ნიშნები. ამის მერე მოთხრობა დაყვეს ეპიზოდებად და დაევალათ ალბომის შექმნა. აქ თითოეული სიტყვა მათგან არის წამოსული. დატკბით და ისიამოვნეთ.