დედამიწის დღე
საგანი – ბუნებისმეტყველება
საკითხი – დედამიწის დღე
მიზანი – ბავშვებმა იფიქრონ და გაიგონ, თუ რა შეუძლიათ გააკეთონ იმისათვის, რომ მოუარონ ჩვენს პლანეტას.
მასწავლებელი/დამრიგებელი – მარიამ ბოლქვაძე, ლალი კიკნაძე
კლასი – მე-3 ა და ბ
სსიპ ქ. ქუთაისის #14 საჯარო სკოლის მე-3 ა და ბ კლასის მოსწავლეებმა შეისწავლეს საკითხი „დედამიწის დღე“. სკოლის ტერიტორიაზე დააკვირდნენ მცენარეებს განვლილი მასალის მიხედვით და ისაუბრეს გარემოსდაცვით ღონისძიებებზე.