ადამიანი და ხელოვნება
თემატური ბლოკი: ადამიანი და ხელოვნება
საკითხი: რას გვიყვება ხელოვნება
სამიზნე ჯგუფი: V/ა. V/ბ კლასები
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი: სოფიკო ფერაძე.
პროექტის სახელწოდება: მოგზაურები
მიზანი: შემოქმედებითი, ანალიტიკური, კვლევა-ძიების, პრეზენტაციისა და კოლაბორაციული უნარების ჩამოყალიბება.
მეთოდი: როლური თამაში
პირობა- შესწავლილი, უძველესი ცივილიზაციების ხელოვნების ფონზე დავიყავით გუნდებად (პრეისტორიული ხანის წარმომადგენლები, შუა საუკუნეების საქართველო, ძველი რომაელები, შუა საუკუნის ჩინური კულტურა, ძველი კრეტას კულტურა და მოგზაურთა გუნდი) თითეულ გუნდს უნდა წარმოედგინა/გაესიტყვებინა შემთხვევითობის პრინციპით მიკუთვნებული ცივილიზაციის კულტურა, არა მარტო შესწავლილი, არამედ მოპოვებული, საინტერესო ინფორმაციით და გაეცნოთ მოგზაურთათვის და წარედგინათ თითოეული კულტურისთვის დამახასიათებელი ხელოვნების ნიმუშები. მოგზაურთ უნდა შეედგინათ გზამკვლევი(რუქა) სადაც დატანილი იქნებოდა ყოველი ცივილიზაციის კულტურის ამსახველი გამოსახულებები და ემოგზაურათ მისი საშუალებით, დაესვათ შეკითხვები კულტურის უკეთ გაცნობის მიზნით. რასაც საკმაოდ კარგად, მოტივირებულად და შემოქმედებითად გაართვეს გუნდებმა თავი, რამაც კიდევ ერთჯერ დამარწმუნა იმაში, რომ “სიმულაცია” ანუ როლური თამაშები განსაკუთრებით საინტერესოს და სახალისოს ხდის სასწავლო პროცესს.

