„Autumn—Fall“
2022 წლის 17 -18 ნოემბერს, ქუთაისის მე-14 საჯარო სკოლის 5ა და 5გ კლასებში ( დამრიგებლები თამარ გაბისონია და ვალერიან ვოლჩანსკი) ჩატარდა შემაჯამებელი გაკვეთილი ინგლისურ ენაში თემაზე „Autumn—Fall“ (მასწავლებელი ლია იმედაძე. ) მოსწავლეებმა ისაუბრეს ქართული და ამერიკული ტრადიციების შესახებ რომელიც აღინიშნება შემოდგომაზე. მათ შეაგროვეს ბუნებაში არსებული შემოდგომის „ჭრელა-ჭრულა“ ფოთლები და მისგან დაამზადეს ლამაზი კომპოზიციები. გაკვეთილი მეტად საინტერესო და სახალისო გამოვიდა. მადლობა მოსწავლეებს და მათ მშობლებს ერთად თანამშრომლობისათვის.