პროექტი მე-4ბ კლასში
სსიპ ქალაქ ქუთაისის N14 საჯარო სკოლის მე-4 ბ კლასმა (ხელმძღვანელი თამილი ბერაძე) დავით აღმაშენებლის ხსენების დღესთან დაკავშირებით იმუშავა პროექტზე “გაერთიანებული საქართველოს მეფე დავით IV აღმაშენებელი”. ამ პროექტით კიდევ ერთხელ მიაგეს პატივი საქართველოს უძლიერეს მეფეს, მუშაობისას მოსწავლეებმა გაიხსენეს ჩვენი დიდი მეფის, დავით აღმაშენებლის მეფობის პერიოდი, იმდროინდელი საქართველო და ის დიდი ღვაწლი, რომელიც მიუძღვის მეფედ–მეფე დავითს საქართველოს გაძლიერებასა და გაერთიანებაში.
ბავშვებს ძალიან მოეწონათ პროექტზე მუშაობის პერიოდი. მათ სურვილი გამოთქვეს ისევ დაიგეგმოს მსგავსი ტიპის აქტივობები.
სკოლის დირექცია მადლობას უხდის ქალბატონ თამილი ბერაძეს იმ უანგარო შრომისათვის, რასაც ასე გულუხვად გასცემს თავისი პარატების უნარების გასავითარებლად.