„მუსიკა და ზღაპარი“
სსიპ ქუთაისის მე-14 საჯარო სკოლის Vა კლაში, (დამრიგებელი ნინო სტურუა) Vბ კლასში (დამრიგებელი ელისო ბაქრაძე), Vგ კლასში (დამრიგებელი ნინო კანდელაკი) მუსიკის გაკვეთილზე მასწავლებელმა თამარ გაბისონიამ მოსწავლეებთან ერთად განვახორციელე შემოქმედებითი უნარებიდან გამომდინარე საგაკვეთილო აქტივობა „მუსიკა და ზღაპარი“, რომლის მიზანი იყო კლასიკური ინსტრუმენტების ჟღერადობის, ტემბრის მოსმენა. გაკვეთილის თემა: “ზღაპრული სამყარო მუსიკაში”. მოსწავლეებმა მოისმინეს სერგეი პროკოფიევის სიმფონიური ზღაპარი „პეტია და მგელი“, კლასიკური ინსტრუმენტების ხმოვანება დაუკავშრეს ზღაპრის პერსონაჟებს და გააფერადეს. მათ შეძლეს ინსტრუმენტების ჟღერადობით ზღაპრის სიუჟეტში დადებითი და უარყოფითი გმირების ხასიათის გადმოცემა. გაკვეთილზე კლასის მოსწავლეებმა თავად დაუკრეს და მოასმენინეს ინსტრუმენტის ჟღერადობა კლასელებს. (ვიოლინო – მარიამ კვერნაძე, კლარნეტი – ანდრეა სოკოლოვი).