№3 მოსწავლეთა სკოლათშორისი კონფერენცია
2025 წლის 13 დეკემბერს სსიპ ქალაქ ქუთაისის N14 საჯარო სკოლამ უმსპინძლა №3 მოსწავლეთა სკოლათშორის კონფერენციას უცხოურ ენებში. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო ავტოქარხნის თემის სკოლების ინგლისური და რუსული ენების საგნობრივმა ჯგუფებმა.კონფერენციის თემა იყო “საინფორმაციო ტექნოლოგიების როლი ჩვენს ცხოვრებაში”
მონაწილეობდნენ სსიპ №30,№32, №34, №37, №14, აფხაზეთის №5 საჯარო სკოლები. კონფერენციას წინ უსწრებდა 1 თვიანი მოსამზადებელი პერიოდი, რომლის განმავლობაში მოხდა სკოლებისათვის ინფორმაციის მიწოდება, თემების შეგროვება და კონსულტაციების გაწევა . ღონისძიების მიზანი იყო სკოლებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება და ურთიერთდაახლოება, აგრეთვე მოსწავლეთა კომუნიკაციური და საგნობრივი უნარების განვითარება უცხო ენებში.
აღსანიშნავია თემში მყოფი სკოლების დიდი მზაობა და ინტერესი ღონისძიებისადმი. პრეზენტაციები მოიცავდა როგორც საინფორმაციო ტექნოლოგიების , ასევე ინტერნტის და ხელოვნური ინტელექტის განვითარების მიმართულებებს. ჩვენი სკოლა ღირსეულად წარადგინეს მე10გ კლასის მოსწავლემ მათე ურიდიამ ( მასწავლებელი ლელა იმნაიშვილი), მე9ა კლასის მოსწავლემ ნუცა ჯიბლაძემ, (მასწავლებელი აზა გაზდელიანი) და მე11ა კლასის მოსწავლემ შოთა ჯიმშელეიშვილმა , (მასწავლებელი ნატალია ფესტვენიძე). გაუძღვა ღონისძიებას 10ა კლასის მოსწავლე ნიაკო ხურციძე, (დამრიგებელი ანჟელა ქაჯაია).

