„არა ტერორიზმს“
2015 წლის დეკემბერში გეოგრაფიაში XI ა კლასის მოსწავლეებმა (გეოგრაფიის მასწავლებელი და დამრიგებელი-ლალი ჭიქაბერიძე) იმუშავეს პროექტზე ,,არა ტერორიზმს“. პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაციები ტერორიზმზე. აღსანიშნავია, რომ მათ პრეზენტაციებში ფიგურირებდა ტერორიზმის როგორც ადრინდელი ისე თანამედროვე მსოფლიოს მაგალითები. პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება ძალიან საინტერესო იყო. მოეწყო დისკუსიაც. ბავშვებმა დაგმეს ტერორიზმის ყოველგვარი გამოვლინება. პროექტში მონაწილეობას იღებდა მთელი კლასი.