პროექტებისიახლეები

“ჩვენ, რომ არქიტექტორები ვიყოთ …”

პროექტი – “ჩვენ, რომ არქიტექტორები ვიყოთ …”

საგანი – სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება
მასწავლებელი – სოფიკო ფერაძე
სამიზნე ჯგუფები – IV/ა  და  IV/ბ
დამრიგებლები – ი. ღვიტიძე  და  თ. ბერაძე
საკითხი –  სივრცული ფიგურები არქიტექტურულ დაგეგმარებაში
პროექტის აქტუალობა –  როგორც იცით, პროექტზე დაფუძნებული სწავლების ერთ-ერთი მთავარი, ძლიერი მხარე მისი ინტერაქტიული ბუნებაა. მოსწავლეები არა მხოლოდ იღებენ ცოდნას, არამედ იყენებენ მას პრაქტიკაში, უკავშირებენ რეალურ ცხოვრებას. მუშაობენ გუნდურად და წყვეტენ რეალურ პრობლემებს. ეს საშუალებას აძლევს მათ უკეთ გაიაზრონ მკვიდრი წარმოდგენები და ჩარჩეთ გრძელვადიან მეხსიერებაში. პროექტზე მუშაობის პროცესში მოსწავლეებს უმუშავდებათ კოლაბორაციული უნარები, სწავლობენ ერთმანეთის მოსმენას, აზრთა პატივისცემას, კომპრომისზე წასვლას და საერთო გადაწყვეტილებამდე მისვლას. ეს არის სწორედ ის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი უნარები, რომელიც უნდა გააჩნდეს საზოგადოების სრულფასოვან წევრს.
მიზანი –  სივრცული ფიგურების ძირითადი მახასიათებლების გამოყენებით ურბანული გარემოს შექმნა.
შედეგი – ბავშვები გაეცვნენ არქიტექტურის, როგორც ხელოვნების ერთ -ერთი დარგის მნიშვნელობასა და სპეციფიკას. ასევე,  თუ რა ეტაპებს გადის დაახლოებით არქიტექტორი ნაგებობის შექმნამდე და დავგეგმეთ, ჩვენც შეგვექმნა ქალაქის მაკეტი  გასართობი პუნქტებით, დაიყვნენ გუნდებათ, თითოეულმა გადაინაწილა თავისი ფუნქცია/მოვალეობები და განვახორციელეთ კიდეც ჩანაფიქრი.
ბავშვებმა წარადგინეს ნამუშევრები და ისაუბრეს მასზე.

“ჩვენ, რომ არქიტექტორები ვიყოთ …”

IMG_20250307_111321
IMG_20250324_101453
IMG_20250318_121613
IMG_20250321_110150
IMG_20250318_121644
IMG_20250307_111416
IMG_20250318_121545
IMG_20250307_111321 IMG_20250324_101453 IMG_20250318_121613 IMG_20250321_110150 IMG_20250318_121644 IMG_20250307_111416 IMG_20250318_121545