,,ჩვენი ენა ქართული”
ქუთაისის მეთოთხმეტე საჯარო სკოლა საჯარო სკოლაში 15 აპრილს ქართული ენის კვირეულის ფარგლებში სახელმწიფო ენის კათედრის პედაგოგთა; ელისო ბაქრაძე, ნინო ჭოლოკავა, მარინა ანდრიაძე, ნინო ჯიბლაძე, ლელა გაბისონია – ხელმძღვანელობით ჩატარდა აქცია სახელწოდებით ,,ჩვენი ენა ქართული” სკოლის მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მიაწოდეს ინფორმაცია ამ დღის ისტორიული მნიშვნელობის შესახებ, წარმოადგინეს ნაწყვეტები ლიტერატურული ნაწარმოებებიდან : იოანე ზოსიმე,,ქებაი და დიდებაი”ილია ll-ის სიტყვა ქართულ ენის შესახებ , კ.გამსახურდიას ,,ლირიული ინტერმეცო”, ილიას სიტყვა ,,სამი ღვთაებრივი…მ.მაჭავარიანი,ქართული ენა”, თ.მღვდლიაშვილი ,,ანბანთქება”ი.ნონეშვილი ,,თუ დედაენით არ ხარ გაზრდილი ” ლ.ასათიანი,,ქართული ენა” ი.აბაშიძე ,, ხმა კატამონთან” , ხ.ბერულავა ,,დედაენა”ამ და სხვა ნაწარმოებებით მოსწავლეებმა პატივი მიაგეს ქართულ ენას.