გაკვეთილებიმოსწავლეებისიახლეები

ქვისგან გაკეთებული წვნიანი

საკითხი – ქვისგან გაკეთებული წვნიანი
მიზნები:
გააზრება, რომ ერთობლივი ძალისხმევით უფრო დიდ შედეგს ვაღწევთ, ვიდრე მარტო.
მოსწავლეებმა დაინახონ, რომ მცირედის გაზიარებითაც კი ყველასთვის სასარგებლო საქმე კეთდება.
როგორ შეუძლია ერთ იდეას დაპირისპირებული ან უცხო ადამიანების მეგობრულ გუნდად ქცევა.
იმის გარჩევა, თუ რა იყო „ჯადოსნური“ ამ ამბავში — ქვა თუ ადამიანების მონდომება?

პრობლემის გადაჭრა: როგორ შეიძლება რესურსების ნაკლებობის დროს (შიმშილი, სიღარიბე) გამოსავლის პოვნა კრეატიული მიდგომით.

მიზეზ-შედეგობრიობა: როგორ ცვლის ერთი ადამიანის ინიციატივა სხვების ქცევას.
სწორი კომუნიკაციის სწავლა (როგორ მოახერხა მოგზაურმა ხალხის დაყოლიება).

ჯანსაღი კვება (თუ კულინარიული კუთხით განიხილავთ): ბოსტნეულის მრავალფეროვნების და წვნიანის სასარგებლო თვისებების გაცნობა.
რესურსები: ქვა, ფურცლები, მაკრატელი, დაფა, ცარცი, პროექტორი
1. პროვოკაცია
2. ტექსტის პაუხებით კითხვა და შეკითხვების დასმა
3. დისკუსია
4. შემოქმედებითი ნაწილი
5.შეჯამება
დრო – 90 წუთი
1. შევიტანე ჩანთა, საიდანაც ამოვიღე დიდი ქვა და ვკითხე მოსწავლეებს, შეიძლებოდა თუ არა ამით გემრიელი სადილის მომზადება
2. წავიკითხე ტექსტი პაუზებით (ამ დროს ყოველთვის ვაძლევ თავისუფლებას კლასს – შეუძლიათ წარმოადგინონ ან ხელი გააყოლონ ტექსტს) და დავსვი კითხვა: თქვენი აზრით, რატომ არ აძლევდნენ ადგილობრივი მკვიდრები საჭმელს მგზავრებს?
3. საიდუმლო ინგრედიენტი – ქვის დამსახურება იყო წვნიანის გემო თუ ხალხის ერთიანობის? ვისაუბრეთ გაზიარებაზე
4. შევქმენით კლასის “მეგობრობის წვნიანი” – დაფაზე დავხატე დიდი ქვაბი, პატარები დავყავი ჯგუფებად, მივაწოდე ფურცლები, გამოჭრეს ბოსტნეული. ამ ბოსტნეულის მეორე მხარეს დაწერეს ის კარგი თვისებები, რომლებსაც მეგობრებს გაუზიარებდნენ.
5. შევაჯამეთ ტექსტი სააზროვნო კითხვებით

ქვისგან გაკეთებული წვნიანი

9641a1a6-cdb5-4ce8-979e-7879a62e9e54
ab32e2ff-4296-4e39-8ffb-483e4feed72a
54e5afd4-aa67-4457-a14e-fea34d17bc17
8d48518b-f990-496e-baba-6cd7c5fc2812
9641a1a6-cdb5-4ce8-979e-7879a62e9e54 ab32e2ff-4296-4e39-8ffb-483e4feed72a 54e5afd4-aa67-4457-a14e-fea34d17bc17 8d48518b-f990-496e-baba-6cd7c5fc2812