„ტოლერანტობა“
ქ. ქუთაისის N 14 საჯარო სკოლის 7 გ კლასში (დამრიგებელი ა. მარუაშვილი) განხორციელდა პროექტი „ტოლერანტობა“. პროექტი განხორციელდა სადამრიგებლო საათის ფარგლებში მოსწავლის პიროვნული და მორალური განვითარების მიმართულებით. კლასი დაიყო ჯგუფებად , მათ მოიძიეს და წარმოადგინეს ინფორმაციები დისკრიმინაციაზე, კულტურათშორის ურთიერთობებზე, სტერეოტიპებზე, განმარტეს ცნება „ტოლერანტობა“. ერთ-ერთი ჯგუფის წევრებმა აიღეს და ჩაწერეს ინტერვიუები მასწავლებლებთან, ასევე ქუჩაში გამვლელი სხვადასხავა ასაკის თანამოქალაქეებიდან. პრეზენტაცია წარიმართა საინტერესოდ, ბავშვებმა წარმოადგინეს მათ მიერ გაფორმებული პლაკატები, სიტუაციები და დაუსვეს ერთმანეთს კითხვები .
პრეზენტაციას ესწრებოდა „სამოქალაქო განათლების“ პედაგოგი მირანდა ლაზარიაშვილი, რომელმაც შეაქო ბავშვები და მადლობა გადაუხადა მათ საკითხის ღრმად გააზრებისა და წარმოდგენისთვის.