“ტანადობის დარღვევები”
მე-8 კლასებში ბიოლოგიაში მასწ.-ა.ქაჯაია ჩატარდა კომპლექსური დავალება თემაზე: “ტანადობის დარღვევები”. მიზანი: მოსწავლემ შეძლოს ფიზიკური აქტივობის მნიშვნელობის დასაბუთება მოზარდის საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ნორმალური განვითარებისთვის. მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია ტანადობის დარღვევის ფორმებზე: სქოლიოსზე, ლორდოსზე და კიფოსზე . შექმნეს ბროშურები და წარუდგინეს კლასს პრეზენტაცია შემდეგი გეგმით: 1. რა არის ტანადობა; 2. ტანადობის დარღვევის სახეები; 3. ტანადობის დარღვევის გამომწვევი მიზეზები; 4. ცხოვრების სტილის როლი ტანადობის ჩამოყალიბებაში; 5. პრევენცია.