მოსწავლეებიპროექტებისიახლეები

სწავლა კეთებით

სწავლა კეთებით, სხვადასხვა უნარის განვითარება თამაშით, კეთებით – სხვა რა უნდა დაარქვა აქტივობას, როცა მოსწავლეს რაღაც შემოესწავლება მისგან დამოუკიდებლად. დღეს ზუსტად ეს შემთხვევა გვქონდა: წინასწარ დავავალე რესურსების მოტანა (არ იცოდნენ, რისთვის გვჭირდებოდა), დავუდე უცნობი ტექსტი, რომელიც უნდა წაეკითხათ, გაეაზრებინათ, რათა თანმიმდევრობით გაეკეთებინათ ყველაფერი. თავიდან გაოცებულნი დარჩნენ (ჯერ იმით, რომ ეს “უცნაური” რესურსები სჭირდებოდათ და მერე იმით, როცა გაიგეს, რაში სჭირდებოდათ). ეს უცნობი ტექსტი იყო მარტივი სალათის რეცეპტი, რომელშიც ინტეგრირდა მათემატიკა. აღნიშნული აქტივობის მიზანი გახლდათ, მოსწავლეში განვითარებულიყო ტექსტის წაკითხვის, გაგება-გააზრების და წერის უნარები. გიზიარებთ უნიჭიერესი მე-2 ა კლასის ფოტო და ვიდეო მასალას.