სუფთა გარემო ჩვენი არჩევანია.
2014 წლის 6 დეკემბერს ქუთაისის #14 საჯარო სკოლაში გაიმართა დასუფთავების აქცია სახელწოდებით „სუფთა გარემო ჩვენი არჩევანია“. აქციის ორგანიზატორი იყო სკოლაში არსებული სამოქალაქო კლუბი „ჰუმანისტები“, რომელიც ჩამოყალიბებულია USED პროექტ „მომავლის თაობის“ ფარგლებში. აღნიშნულ პროექტს იმერეთის რეგიონში ახორციელებს „ქუთაისის განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრი“. ბავშვების ინიციატივას მყისიერად დაუჭირა მხარი“ ქუთაისის განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრმა“. მათ მიაწოდეს მოსწავლეებს საჭირო რესურსები (ხელთათმანები, ცელოფნები..) აქციის ფარგლებში დასუფთავდა სკოლის ეზო და მიმდებარე ტერიტორია. მოსწავლეებმა შეაგროვეს საბურავები და გაღებეს ისინი. შეღებვისათვის საჭირო რესურსებიც „ქუთაისის განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრმა“ უზრუნველყო. შეღებილი საბურავები მოსწავლეებმა სკოლის შესასვლელში განათავსეს, რითაც ლამაზად გამოიყო ასფალტის საფარი და მიწის ნაკვეთები ერთმანეთისაგან. აქციაში ჩართული იყო ქუთაისის მერიის დასუფთავების სამსახური, რომელმაც უსასყიდლოდ გამოგვიყო მანქანა ნარჩენების გადასაყრელად. ჩვენი სკოლის მასწავლებლის ქალბატონი ნანა სვანიძისა და აკო ანდღულაძის ხელშეწყობით აქცია გაშუქდა ტელეკომპანია მეგა TV-ზე.
სკოლა მადლობას უხდის სამოქალაქო კლუბს „ჰუმანისტებს“, (ლიდერი დავით მღვდელაძე) მათ მეურვეს ქალბატონ მირანდა ლაზარიაშვილს, ასევე დამრიგებლებს ნანა სვანიძეს, ქეთევან ამბროლაძესა და ლალი ჭიქაბერიძეს, ბატონ აკაკი ანდღულაძეს და აქციის მონაწილე ყველა მოსწავლეს:
თეა კოკაშვილს, მარიამ თავაძეს, ანა ფხაკაძეს, ანი სვანიძეს, გიორგი ნანეიშვილს, თენგო თავაძეს, მამია ხელაძეს, გიორგი ტაბატაძეს, ნანი სისაურს, მარი ფრუიძეს, თამარ მელქაძეს, ანზორ გაგოშიძეს, გოგი ჩიხლაძეს, გიორგი ბობოხიძეს, თამარ დიაჩენკოს, ლედი ჩანქსელიანს, მარი რობაქიძეს, მაია გულუას, ბაკურ კოხოძეს, ლუიზა კაცაძეს, თეკლა ქურასბედიანს, გიორგი მალანიას, ნინა კვანტიძეს, ნათია ფხაკაძეს, მარიამ თავაძეს, დალი გამცემლიძეს, თეონა თვარაძეს, თამარ მღვდელაძეს, ნინო გობრონიძეს, მარიამ დიაკონიძეს, თამარ ნანეიშვილს, დემურ ფესტვენიძეს, დავით ყიფიანს, თამარ ფოფხაძეს, ნინო ქართველიშვილს, ქეთევან სვანიძეს, მარიამ გოგელიძეს, ანი გურასაშვილს, ელენე დვალიშვილს, გიორგი ახვლედიანს, გრიგოლ ბურკაძესა და გიორგი მიქელაძეს.