სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი – სოფიკო ფერაძის აქტივობები I სემესტრში
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი – სოფიკო ფერაძის
აქტივობები I სემესტრში
ქ. ქუთაისის ს.ს.ი.პ N14 საჯარო სკოლაში 30/10/22დან – 15/12/22ის ჩათვლით განხორციელდა მოხალისეობრივი ინიციატივების მცირე საგრანტო კონკურსის ფარგლებში პროექტი – მეორადი ნივთებისგან ახალი მასალის დამზადება, ანუ “ახალი სიცოცხლე“ (Making new things from second-hand materials, i.e. “new life”)
პროექტისა და იდეის ავტორი ამავე სკოლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი – სოფიკო ფერაძე გავხდი ამ კონკურსის გამარჯვებული.
ინიციატივა ხორციელდებოდა განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) მხარდაჭერით, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში.
პროექტს ახორციელებდა კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად – საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).
პროექტის იდეას წარმოადგენდა გარემოს დაცვისა და არაფორმალური განათლების პოპულარიზაცია სკოლებში.
პროექტის მიზანი გახლდათ . ბავშვებში მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლება,
. ნარჩენების სიმწვავის გააზრება
. არაფორმალური განათლების ხელშეწყობა
. მოხალისეობრივი იდეის გაცნობა, მიზნები და
სიკეთეები.
. მოსწავლეთა თვითრეალიზების და შემოქმედებითი
უნარების განვითარების ხელშეწყობა.
პროექტის ფარგლებში მოხდა მოსწავლეთა ინფორმირება მეორადი ნივთების გამოყენების შესახებ, ასევე გავაზიარე საპრეზენტაციო მასალა ნარჩენების გადამუშავების და მათთვის ახალი სიცოცხლის მინიჭების შესახებ, კონკრეტულად კი ნარჩენების შემცირებაზე, რაც გაეროს 17 მიზნიდან ერთ-ერთია და რომელიც პროექტის მიზანზე გადიოდა.
პროექტში მონაწილეობისათვის შეირჩა VII -IX კლასებიდან მოხალისე ბავშვები, დავადგინეთ სკოლის საჭიროებები და N14 საჯარო სკოლის სხვადასხვა კათედრისათვის მეორადი მასალისაგან შევქმენით საჭირო სასწავლო რესურსები და მოხალისეობის ფარგლებში, უსასყიდლოდ გადავეცით( საძიებო ანბანი ქართულ და ასევე უცხოურ ენებში, სივრცითი ფიგურები მათემატიკისა და ხელოვნების გაკვეთილებისათვის, მუსიკალური საკრავების სხვადასხვა სახეობა, ჭადრაკის დაფა და ფიგურები, პოლიტიკური რუქა/კონტინენტები) ასევე ბავშვებმა ნარჩენებისაგან დაამზადეს საახალწლო ნაკეთობები. ძირითადი სამუშაო მასალა გახლდათ –
მაკულატურა/შესაფუთი მუყაო, ფურცლები, პლასტიკატის ბოთლები, პლასტმასის ქილები…
პროექტის დასასრულს მოეწყო გამოფენა, სადაც აღფრთოვანებულმა ბავშვებმა გამოფინეს თავიანთი ნამუშევრები…
ასევე დავგეგმეთ მოხალისეობისა და მისი საითის – www.volunteer.ge -ს შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის გავრცელება სხვადასხვა სკოლებში და შევარჩიეთ ქუთაისში მდებარე 2-3 სკოლა, რომლებმაც გამოთქვეს სურვილი მსგავსი ტიპის რესურსების საჭიროებაზე და მოხალისეობის ფარგლებში ბავშვებმა მათაც საჩუქრად გადასცეს პროექტის ფარგლებში დამზადებული სასწავლო რესურსები.
პროექტის საბოლოო შედეგი: . გარემოს დაცვის და მოხალისეობის იდეის
პოპულარიზაცია,
. მოსწავლეთა მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლება
. პროექტის განმახორციელებელი სკოლისა და სხვა
2 საჯარო სკოლისათვის რესურსების მიწოდება
. მოსწავლეთა სემოქმედებითი უნარების ხელშეწყობა
. არაფორმალური განათლებით სასკოლო ცხოვრების
კიდევ უფრო გამრავალფეროვნება.
მინდა ავღნიშნო,რომ დაახლოებით 15 წელია ვმუშაობ მოზარდებთან. მათთან ერთად ვახორციელებ სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამებს და თითქმის ყველა დაგეგმილმა აქტივობამ აჩვენა, რომ არაფორმალური განათლების მიმართულებით განხორციელებულ აქტივობებში მაღალი და დაბალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეების ჩართულობა თანაბარია. თუ, აკადემიური მოსწრების მოსწავლე მიიჩნევს, რომ მისთვის სხვადასხვა აქტივობებში ჩართულობა საინტერესოა, ამავე დროს, აცნობიერებს, რომ მისი ჩართულობით დაგეგმილი ღონისძიებაც პროდუქტიული იქნება, დაბალი აკადემიური მოსწრების მოსწავლისთვის მსგავსი შეთავაზება წარმატების საწინდარია. მოსწავლე იძენს თვითდაჯერებულობას და უფრო მოტივირებული ხდება. არაფორმალური განათლება ფორმალური განათლების ხელისშემწყობი მექანიზმია!