“სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა მამაპაპათაგან: მამული, ენა, სარწმუნოება.”
საკითხი – ქართული ენის დღე – 14 აპრილი “სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა მამაპაპათაგან: მამული, ენა, სარწმუნოება.” 14 აპრილს საქართველო ქართული ენის დღეს აღნიშნავს. ქართული ენის უნიკალურობით, მშვენიერებით აღფრთოვანებულმა სსიპ ქალაქ ქუთაისის #14 საჯარო სკოლის 1გ (დამრიგებელი – მირანდა ჯიხვაშვილი, ქართული ენის პედაგოგი – ია მელიქაძე) 2ა (დამრიგებელი/პედაგოგი – მარიამ ბოლქვაძე), 2ბ (დამრიგებელი/პედაგოგი – ლალი კიკნაძე) კლასმა იზეიმა ქართული ენის დღე – 14 აპრილი. 1გ, 2ა და ბ კლასის მოსწავლეებმა ერთმანეთს წაუკითხეს ი. გოგებაშვილის მოთხრობები გამართული კითხვისთვის საჭირო ყველა წესის დაცვით. შემდეგ 2ა და ბ კლასის პატარებმა 1გ კლასის მოსწავლეებს აჩვენეს და გააცნეს მათ მიერ დამზადებული ბარათები, სადაც წარმოდგენილი იყო როგორც შეცდომით, ისე სწორად დაწერილი ქართული სიტყვები. სანაცვლოდ, პირველკლასელებმა უფროსებს აჩვენეს ის ძველი სიტყვები, რომლებიც დღეს ნაკლებად გამოიყენება ჩვენს ენაში და იქვე განუმარტეს. მოსწავლეები კმაყოფილნი დარჩნენ. საერთო საქმემ ხელი შეუწყო სწორად საუბრის დაწყებასა და მათ დამეგობრებას.