კატეგორიის გარეშეპრეზენტაციებიპროექტებისიახლეებისკოლა

საკლასო პროექტი „აფხაზეთი ჩვენი ტკივილიცაა“

დღევანდელ საზოგადოებაში „მამათა“ თაობის წარმომადგენლებში ძნელად მოიძებნება ადამიანი, აფხაზეთი რომ არ „სტკიოდეს“.

სამწუხაროდ ბევრს ამ ტერიტორიის დაბრუნება აუხდენელ ოცნებად ჩაუთვლია. ახალგაზრდების უმეტესობამ უფროსებისაგან იციან აფხაზეთის შესახებ: „ზღაპარია, რეალური ლეგენდა, სამოთხეა დედამიწის…“

ჩემს მე-6 კლასელ მოზარდებს უნდა შეესწავლათ რამდენიმე ნაწარმოები აფხაზეთზე როგორც ქართველი, ასევე აფხაზი მწერლების შემოქმედებიდან. დავგეგმეთ პროექტი, რათა ნაწარმოებებისა და მწერალთა ნაკვალევზე დაყრდნობით გვემოგზაურა ამ თვალწარმტაც კუთხეში. პროექტში მშობლებიც ჩაერთვნენ. კიდევ ერთხელ გადაიქექა საოჯახო ალბომები, კიდევ ერთხელ შეიკუმშა თვითმხილველ მშობელთა და პედაგოგთა გულები და პროექტის პრეზენტაცია შედგა. იყო ბევრი ცრემლი, „მზიან-ჩრდილიანი“ მოგონებები და დავრწმუნდით, რომ აფხაზეთი მართლაც არის ჩვენი სულისა და ხორცის ნაწილი, რომელსაც მოზარდი თაობაც ასე ითავისებს.

პროექტის ფარგლებში დამზადდა ხელნაწერი ჟურნალი „აფხაზეთი ჩვენი ტკივილიცაა“, შეიქმნა სარედაქციო ჯგუფი, რომელთაც შეადგინეს კითხვები და გამოიცა კედლის გაზეთი „გვახსოვდეს აფხაზეთი“

                      

ხელნაწერი ჟურნალი