საინტერესო გაკვეთილი სამოქალაქო განათლებაში
მე–9გ კლასის მოსწავლეებმა (მასწავლებელი მ. ლაზარიაშვილი) სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე განახორციელეს აქტივობა გუნდი და გუნდური მუშაობა ,,კოშკის აგება’’ სახელმძღვანელოში მოცემული პროგრამის მიხედვით. მოსწავლეები დაიყო ჯგუფებად და მხოლოდ ქაღალდის გამოყენებით ააგეს კოშკი. ეცადენ, რომ კოშკი ლამაზი და მაღალი გამოსულიყო. გამარჯვებული იყო ის ჯგუფი, რომლის კოშკი ყველაზე მაღალი იქნებოდა.
გაკვეთილის მიზანი არის: მოსწავლეებში გუნდური მუშაობის უნარჩვევების განვითარება. საბოლოოდ გამოიკვეთა ის აზრი რომ გუნდში ყველა მოსწავლეს თავისი ფუნქცია აქვს. გუნდის წევრები განსხვავებულ საქმეებს აკეთებენ, მაგრამ შედეგი ყველასათვის ერთია.