„რიტუალური ცეკვები მუსიკაში“
სკოლის XIა, XIგ კლასებში (დამრიგებლები: ანჟელა ქაჯაია, აზა მარუაშვილი) მუსიკის მასწავლებელმა თამარ გაბისონიამ მოსწავლეებს შეასრულებინა კომპლექსური დავალება, მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმიდან გამომდინარე. თემა: „რიტუალური ცეკვები მუსიკაში“, დავალების შესრულების ეტაპებზე მოსწავლეებმა გაიგეს სხვა და სხვა ქვეყვების რიტუალური ცეკვები: ტიბეტი – „შავქუდიანების სარიტუალო ცეკვა“, ბალი – „ თეთრი დემონის სარიტუალო ცეკვა“, იაპონია- „წეროების სარიტუალო ცეკვა, მოისმინეს თუ როგორ შეიძელება მუსიკით გადმოიცეს სოციალური და ეპოქალური ცვლილებები. მოსწავლეებმა მოსმენისას გამოიცვნეს და გააცნობიერეს როგორ გვეხმარება მუსიკა საკუთარი განცდისა თუ საზოგადოებაში არსებული განწყობის გადმოცემაში. დავალების ბოლოს მოსწავლეებმა შეასრულეს მოკლე ჩანაწერი ესეს სახით და წაიკითხეს კლასში.