პროექტი “სუფთა კლასი”
სკოლის მე 5 კლასებში დაიგეგმა და მიმდინარეობს პროექტ “სუფთა კლასის” განხორცილება ( კლასის დამრიგებლები ელისო ბაქრაძე, ნინო კანდელაკი, ნინო სტურუა).მე 5 კლასი წარმოადგენს დაწყებითი საფეხურის გარდატეხის მომენტს, როდესაც მოსწავლეები ასრულებენ 4 წლიან სწავლების ეტაპს და იწყებენ მეტად მნიშვნელოვან სასწავლო პერიოდს, როდესაც ხდება ახალ გარემოსთან შეგუება. მოსწავლეებმა უნდა შეიძინონ ახალი უნარ-ჩვევები და გაიღრმავონ უკვე არსებული. ერთ-ერთ ასეთ უნარს წარმოადგენს საკუთარ საკლასო ოთახზე და მის წესრიგზე ზრუნვა.
პროექტის მიზანი: სასწავლო გარემოს, კერძოდ, საკლასო ოთახში წესრიგის დამოუკიდებლად დამყარება და შენარჩუნება; სამართლიანად ,ობიექტურად და გამჭვირვალეთ შეფასების შესწავლა, თანამშრომლობის უნარის განვითარება.
მოსწავლეები ახდენენ მონიტორინგს საკლასო ოთახებში არსებულ ჰიგიენურ მდგომარეობაზე ერთთვიან ვადაში. შეფასებას ახდენენ სპეციალურად შემუშავებულ კრიტერიუმის მიხედვით . მონიტორინგს ექვემდებარება საკლასო ოთახში არსებული ნივთები, როგორებიცაა დაფა, იატაკი, მერხების მდგომარეობა, ასევე მათი შიგთავსი.