პროექტი “გვირილა”
უკვე დიდი ხანია ქუთაისში პროექტი “გვირილას” ფარგლებში ჩვენი სკოლის მოსწავლეები ნობათს აგროვებენ, რათა საახალწლოდ ბავშვები და მოხუცები გაახარონ. დღეს ჩვენი მოსწავლეების შეგროვებული ნობათი პროექტის ხელმძღვანელებს გადაეცათ. ისინი გაოცებას ვერ მალავდნენ პროდუქტის რაოდენობის გამო.
გვიხარია, რომ ახალ წელს მეტი ადამიანი იქნება ბედნიერი და ამაში ქუთაისის მეთოთხმეტე საჯარო სკოლა -ის მოსწავლეების და მათი მშობლების დიდი წვლილია.
მადლობა ძვირფასო მშობლებო.