პრეზენტაცია
სსიპ ქალაქ ქუთაისის #14 სკოლის საჯარო სკოლის 2ა (დამრიგებელი – მარიამ ბოლქვაძე) და 2ბ (დამრიგებელი – ლალი კიკნაძე) კლასის მოსწავლეები აგრძელებენ თანამშრომლობას 1 კლასის მოსწავლეებთან. ამჯერად უფროსკლასელებმა უმცროსკლასელებს დაუმზადეს ბარათები, სადაც წარმოდგენილი იყო, თუ როგორ უნდა მოქცეულიყვნენ ისინი სხვადასხვა საგანგებო სიტუაციის დროს. ზედ დატანილი გახლდათ მათივე ხელით შექმნილი ილუსტრაციები. პატარებმა გააკეთეს მცირე პრეზენტაცია. შეხვედრა დასრულდა ინტერაქტიური ჩართულობით.