მხიარულთა და საზრიანთა კონკურსი
2025 წ. 1 მაისს სსიპ მე14 საჯარო სკოლაში ჩატარდა მხიარულთა და საზრიანთა კონკურსი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სკოლის მე 5 კლასებმა
( დამრიგებლები ე.ბაქრაძე, ნ.სტურუა, ნ.კანდელაკი). კონკურსი ჩატარდა სამ რაუნდათ. წარმოდგენილი იყო სააზროვნო და სახალისო შეკითხვები სხვადასხვა შესასწავლი საგნებიდან. მოსწავლეებმა გამოამჟღავნეს საკუთარი ცოდნა და წარმატებით დაძლიეს კონკურსის სამივე რაუნდი. ღონისძიება გამდიდრებული იყო მუსიკალური და ქორეოგრაფიული კომპოზიციებით , რომელშიც წვლილი შეიტანეს სამივე კლასის მოსწავლეებმა. კონკურსი შეაფასა ობიექტურმა ჟიურიმ, რომელიც შედგებოდა მშობლების და მასწავლებლისგან. კონკურსის მიზანი იყო მოსწავლეებში თანამშრომლობის და გუნდური მუშაობის ხელშეწყობა, ასევე მიღებული ცოდნის გამოყენების უნარის განვითარება. კონკურსის შედეგად გამოვლინდა გამარჯვებული 5ბ კლასი ( კლასის დამრიგებელი ელისო ბაქრაძე), რომელმაც რაუნდების შედეგად მაქსიმალური ქულა დააგროვა. ვულოცავთ ახალ წამოწყებას ჩვენს აღსაზრდელებს და წარმატებებს ვუსურვებთ მომავალ საქმიანობაში.