“მოფრთხილება უნდა”
საგანი – ქართული ენა და ლიტერატურა
საკითხი – ჯანსუღ ჩარკვიანის ლექსი “მოფრთხილება უნდა”
მიზანი: კითხვის ტექნიკის გაუმჯობესება, ბუნების დაცვის საკითხებზე მსჯელობა
1. გამოწვევა: რას ვუფრთხილდებით? გაფრთხილება უნდა თუ არა ბუნებას, ცას, მზეს და როგორ? 2. ავტორის შესახებ ინფორმაციის მიწოდება 3. ექოდ კითხვა (ემსახურება ინტონაციისა და დაკვირვების უნარის გაუმჯობესებას) და მათთვის საყვარელი სტროფის გამოყოფა 4. დისკუსია – რა მოხდება, თუ მოვაწესრიგებთ დედამიწას? თუ ჩიტებს სახლებს ავუშენებთ? 5. ჯგუფური სამუშაო: გადანაწილდნენ ჯგუფებში და A4 ფორმატის მეოთხედზე დახატეს ის ობიექტი, რასაც გაუფრთხილდებოდნენ, ხოლო ამავე ფურცლის მეორე მხარეს დაწერეს პირობა – როგორ დაიცავდნენ

