კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია
პროექტული სწავლება სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში
11/ა – 11/ბ კლასები. საგნის მასწავლებელი – სოფიკო ფერაძე.
პროექტის ტიპი: კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია.
პროექტის თემა: ჩემი ქალაქის, რეგიონის, სოფლის კულტურული მემკვიდრეობის გაცნობა/კვლევა და პოპულარიზაცია.
პროექტის მიზანი – მოსწავლემ შეძლოს მშობლიური ქალაქის, სოფლის, რეგიონის როგორც ქართული, ასევე, საქართველოში მცხოვრები ყველა ეთნიკური ჯგუფის მრავალფეროვანი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების კვლევა , რაც გულისხმობს არქიტექტურის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების, ხალხური რეწვის სხვადასხვა დარგის ნიმუშების შესწავლას, აღწერას, ფიქსაციას, სათანადო ინფორმაციის მოძიებას, ნაწარმოების ძირითადი სტილისტური მახასიათებლების ანალიზს შესაბამისი ეპოქის ფონზე. მოძიებული მასალის და ჩატარებული კვლევის შედეგების საფუძველზე მოსწავლემ შეძლოს მშობლიური რეგიონის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სხვადასხვა ფორმით (ესსე, ბუკლეტი, ფლაერი) წარმოჩენა/წარდგენა და მათი პოპულარიზაცია ქვეყანაში ტურისტული ინდუსტრიის მზარდი მნიშვნელობის გათვალისწინებით.
მუშაობის პროცესში მოსწავლეები გაეცვნენ მათი ქალაქის/სოფლის/ რეგიონის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს, მოიძიებენ ინფორმაციას მათ შესახებ. მოიძიეს მშობლიურ გარემოში მცხოვრები ხელოვანები/ ხალხური რეწვის ოსტატები, შეხვდნენ მათ, გაეცვნენ მათ შემოქმედებას. მოძიებულ ინფორმაციას, მიღებულ ცოდნას და ვიზუალურ მასალას მოუყარეს თავი და გამოიყენებენ კულტურული მემკვიდრეობის კვლევისა და დაცვის, ასევე, პოპულარიზაციის საქმეში და განათავსეს ელექტრონულ დაფა – padlet.com -ზე.
იხილეთ ბმული – https://padlet.com/sofikoperadze/n14-11-11-bkug8bf6upl07ie6