პროექტებისიახლეები

კულტურა და ტრადიციები

მე-8-ბ კლასის მოსწავლეებმა დამრიგებლის, ხათუნა სვანიშვილის, ხელმძღვანელობით 17 დეკემბერს წარმოადგინეს სასწავლო პროექტი ‘’კულტურა და ტრადიციები’’. აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლეებში კულტურისა და ტრადიციების საუკუნოვანი კავშირების აღმოჩენას. მოსწავლეებმა მოიძიეს მასალა და მასზე დაყრდნობით საკუთარი ხელით შექმნეს და მოხატეს ქართულ კულტურულ რეალობაში არსებული სხვადასხვა ნივთები აღნიშნულმა პროექტმა მოსწავლეებში განავითარა კვლევის, ინფორმაციის მოძიებისა და პრეზენტაციის უნარ-ჩვევები. მათ აღმოაჩინეს, თუ რაოდენ მტკიცედ არის ჩვენში კულტურა გადაჯაჭვული ტრადიციებთან.