მოსწავლეებისიახლეები

ინტელექტუალური თამაში მოსწავლეთა შორის

???? საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ორგანიზებითა და ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, თანასწორობის კვირეულის ფარგლებში, დასკვნითი ღონისძიება – ინტელექტუალური თამაში მოსწავლეთა შორის, ქუთაისში გაიმართა.
ღონისძიებას საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსი სოფიო აბულაშვილი, ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი მაია ცქიტიშვილი, სკოლების დირექტორები და პედაგოგები ესწრებოდნენ.
???? ინტელექტუალურ თამაშში ქუთაისის N1, N2, N3, N9, N14 და N31 საჯარო სკოლების მე-10 კლასის მოსწავლეებისგან დაკომპლექტებული გუნდები მონაწილეობდნენ.
✅ მოსწავლეებმა თანასწორობისა და ტოლერანტობის თემებზე დასმულ შეკითხვებს უპასუხეს და ის ცნობილი ქართველი და უცხოელი საზოგადო მოღვაწეები გაიხსენეს, რომლებიც ქალთა და ბავშვთა უფლებების, ასევე, თანასწორობის იდეისთვის იბრძოდნენ.
???? ინტელექტუალური თამაშის გამარჯვებულ და მონაწილე გუნდებს, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურისა და ევროპის საბჭოს სახელით, სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.
გვიხარია, რომ ჩვენი სკოლის მოსწავლეები სამეულის წევრები გახდნენ. ვულოცავთ სკოლას ამ დიდ წარმატებას. მადლობა გუნდის თითოეულ წევრს!

ინტელექტუალური თამაში მოსწავლეთა შორის

407745752_3000225333447803_4583659504896031491_n (1)
407927692_3000225413447795_1683300472882239792_n
407908487_3000225380114465_5336421144480640723_n
407718648_3000225426781127_7960977310611762292_n
407745752_3000225333447803_4583659504896031491_n (1) 407927692_3000225413447795_1683300472882239792_n 407908487_3000225380114465_5336421144480640723_n 407718648_3000225426781127_7960977310611762292_n