ინტეგრირებული გაკვეთილი
ქუთაისის №14 საჯარო სკოლის მე-4ა კლასში ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი ქართულ ენასა და ლიტერატურასა და ბუნებაში თემაზე „წელიწადის დროები“ (მასწ3ავლებლები მაია ონიანი და ხათუნა გვიშიანი) გაკვეთილზე მოსწავლეებმა იმსჯელეს თუ როგორ იცვლება ბუნება წელიწადის დროების მიხედვით. მათ იმუშავეს როგორც ჯგუფებში, ასევე ინდივიდუალურად, რაც ძალიან ბევრის მომცემიც იყო და სახალისოც. ბავშვებმა იმსჯელეს გარემოზე, თუ რა მნიშვნელობა აქვს სუფთა გარემოს და როგორ უნდა დავიცვათ იგი. აღსანიშნავია ჯგუფების პრეზენტატორების მონდომება, საუკეთესოდ წარმოეჩინათ თავიანთი ჯგუფების ნააზრევი. დიდი მადლობა პატარა მოაზროვნეებს და მათ მასწავლებლებს, რომ ასე უღრმავდებიან თითოეულ საკითხს და ცდილობენ თავიდანვე ასწავლონ მოსწავლეებს როგორც საკუთარი აზრის გამოთქმა და დაცვა, ასევე გაკვეთილზე მიღებული ცოდნის ცხოვრებაში გამოყენება.