ექსპერიმენტები მოტივაციის ამაღლებისათვის
ჩვენს სკოლაში ქიმიის გაკვეთილების დაგეგმვისას ხშირად ვიყენებთ ექსპერიმენტებს საგაკვეთილო პროცესში. ახალი მასალის ახსნის დროს, ექსპერიმენტის გამოყენებისას განსაკუთრებით იზრდება მოსწავლეთა ჩართულობა და აქტიურობა: მსჯელობენ ცდების შედეგებზე, გამოაქვთ დასკვნები და საჭიროების შემთხვევაში წერენ განხილული ქიმიური რეაქციის ტოლობებს.
ქიმიის მასწავლებელი ნატალია გურეშიძემ VIII კლასში აქტიურად იყენებს აღნიშნული მეთოდი ფიზიკური და ქიმიური მოვლენების განხილვის, ნარევების დაყოფის მეთოდების გაცნობის და მეტალთა შედარებითი აქტიურობის შესწავლის დროს, X კლასში ქიმიური რეაქციის სიჩქარის შესწავლისას მოსწავლეები თვალნათლივ ხედავენ, რომ სხვადასხვა რეაქციები სხვადასხვა სიჩქარით მიმდინარეობს, რომ ზოგიერთ რეაქციას თან ახლავს სითბოს გამოყოფა, ზოგიერთს კი სითბოს შთანთქმა.