ეროვნული სამოსის დღე
ეროვნული სამოსის დღე განსაკუთრებულ ტრადიციად დამკვიდრდა ქუთაისის მე-14 საჯარო სკოლაში. მას დიდი სიხარულით მოელის მთელი სასკოლო საზოგადოება. საქართველოში ზოგადი განათლების თანამედროვე სისტემა, ეროვნული სასწავლო გეგმა მიზნად ისახავს, შექმნას ყველა პირობა, რათა აღზარდოს ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მქონე თავისუფალი პიროვნება, განუვითაროს შემოქმედებითი უნარები, დაეხმაროს სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბებაში, დაეხმაროს ოჯახის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე საკუთარი უფლება-მოველეობებისა და პასუხისმგებლობის გაცნობიერებაში. ეროვნული სამოსის დღის დაგეგმვა, მომზადება და განხორციელება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აქტივობაა ჩვენი აღსაზრდელებისათვის ქვეყნის ინტერესების, ტრადიციებისა და ეროვნული ღირებულებების მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოსახატავად. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ყველა საფეხურის მოსწავლე, მასწავლებლები, მშობლები და მთელი თემი უდიდესი ინტერესითა და სიხარულით ემზადება ამ დღისათვის. სკოლის დირექტორი ნონა ჩუბინიძე და ადმინისტრაცია ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ არ დაიკარგოს მოსწავლეთა არცერთი იდეა, რომლებიც ამ დღეს საუკეთესოდ წარმოაჩენს.
ეს დღეც შედგა. მოსწავლეებმა წარმოაჩინეს საქართველოს სხვადასხვა კუთხე, დამახასიათებელი სამოსით, ფოლკლორული ნიმუშებით, ფერწერული ნამუშევრებით, სამზარეულოთი, ცეკვებითა და სიმღერებით. მუსიკალურად გააფორმეს მასწავლებლებმა: ეკა ჯანელიძემ და თამარ გაბისონიამ. სკოლის ეზოში საქართველოს რუკის მოხატვასა და გაფერადებაში ხელოვნების მასწავლებელმა სოფიო ფერაძემ მოსწავლეებიც დაიხმარა, რომლებმაც თავადვე „შეავსეს“ ყველა კუთხე, რაც სიმბოლურად მიგვანიშნებს ქვეყნის ერთიანობაზე.
ღონისძიებაში ერთნაირად იყო ჩართული: ყველა კლასი თავისი დამრიგებლით, ყველა კათედრა. მოსწავლეები დიდი მონდომებით ირგებდნენ სამოსს, მიმდინარეობდა რეპეტიციები და შედეგიც სახეზეა. ბავშვები ცდილობდნენ, თავიანთი წვლილი შეეტანათ ამ დღის საინტერესოდ წარმოჩენისათვის. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს მე-11 კლასის მოსწავლეების ლუკა კვაჭაძისა და საბა კვერნაძის ღვაწლი ამ ღონისძიებაში. მათ მოამზადეს ღონისძიების ქორეოგრაფიული ნაწილი, ასევე გიორგი ხარაზიშვილის წვლილი – ხევსურული სიმღერების აკომპანიმენტისათვის. ასეთი აქტივობები ზრდის მოსწავლეებში ეროვნული სულისკვეთებასა და სამშობლოს სიყვარულს.
მადლობა ღონისძიებაში მონაწილე ყველა მოსწავლეს, მშობელს, მასწავლებელს!
ქუთაისის მე-14 საჯარო სკოლის დირექტორს ნონა ჩუბინიძეს!
ვალერიანე ვოლჩანსკის
ალექსანდრე კოსტავას
ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის წევრებს: ელისო ბაქრაძეს, ნინო ჭოლოკავას, ნინო ჯიბლაძეს, მარინა ანდრიაძესა და ლელა გაბისონიას.
ეროვნული სამოსის დღე