სიახლეები

დასაქმებისა და პროფესიული განათლებისა და გადამზადების საკოორდინაციო საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა

საქართველოს მთავრობასა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ფინანსური ხელშეკრულების საფუძველზე, ამოქმედდა პროგრამა „დასაქმება და პროფესიული განათლება”. აღნიშნული შეთანხმების ფარგლებში, „დასაქმების, პროფესიული განათლებისა და გადამზადების სექტორული საკოორდინაციო საბჭო“ ჩამოყალიბდა, რომელმაც დღეს, პირველი  სხდომა გამართა.

საკოორდინაციო საბჭოს მიზანია „დასაქმების და პროფესიული განათლებისა და გადამზადების“ პროგრამის განხორციელების მონიტორინგი და კოორდინაცია. საბჭოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი ხელმძღვანელობს და მისი წევრები არიან: საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის, „პროფესიული განათლებისა და მომზადების ეროვნული პროფესიული საბჭო“-ს, სოციალური მომსახურების სააგენტოს, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის (EU Delegation to Georgia), საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების, საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის, საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი პირები.

საბჭოს სხდომის მიზანი იყო დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების საბჭოს წევრებისათვის გაცნობა, მათი განხილვა და  სამომავლო სამუშაოების დაგეგმვა.