გონიერი რობოტები „ რობი და ბოტი “
კომპლექსური დავალება- გონიერი რობოტები „ რობი და ბოტი “
ქუთაიის #14 სკოლის 1ბ კლასის მოსწავლეებმა მათემატიკაში განახორციელეს კომპლექსური დავალება – გონიერი რობოტები „რობი და ბოტი“, რაც გულისხმობდა შემდეგს: რობი და ბოტი ჭკვიანი რობოტები არიან, ისინი ისე გახლავთ დაპროგრამებულნი, რომ როცა მასში ჩააგდებ რამოდენიმე ბურთს 1-დან 10-მდე, ის უკან გიბრუნებს 5 ცალ ბურთს, ხოლო თუ მერე იმგვარადა დაპროგრამებული, რომ მასში 1-დან 10-მდე რამდენი ბურთიც არ უნდა ჩააგდო, ყოველთვის დაგიბრუნებს 10 ცალ ბურთს. შენი დავალებაა: გააარკვიო, როგორ ანგარიშობსრობი და ბოტი დასამატებელი ან მოსაკლები ბურთების რაოდენობას თითოეული შემთხვევისთვის, შექმნა ჭკვიანი რობოტი და აღწერო მისი მოქმედების წესები. პრეზენტაციისას წარმოაჩინე:
- რა ოპეაციებია საჭირო გამოანგარიშებისათვის და რაოდენობის დასადგენად (მ.წ.1);
- როგორ გვეხმარება არითმეტიკული მოქმედებათა თვისებების ცოდნა გამოთვლების წარმოებაში? (მ.წ.2)
დავალება ემსახურებოდა შემდეგის დამკვიდრებას მოსწავლეთა აზროვნებაში:
- მ.წ.1. არითმეტიკული მოქმედეები (მიმატება, გამოკლება) მჭიდრო ურთიერთკავშირშია ერთმანეთთან;
- მ.წ.2. რიცხვების შეკრება-გამოკლების რამოდენიმე სტრატეგია არსებობს: შედეგი არ არის დამოკიდებული სტრატეგიის არჩევაზე.
მოსწავლემ უნდა შეძლოს:
- კავშირების დადგენა არითმეტიკულ მოქმედებებს შორის; (მ.წ.1)
- შეკრება/გამოკლების სტრატეგიების შერჩევა და გაანალიზება, რომ შედეგი არ არის დამოკიდებული სტრატეგიის არჩევაზე. (მ.წ.2)
ამისთვის მათ შეისწავლეს შემდეგი საკითხები:
- გამოკლება;
- რამდენით მეტია?
- რამდენით ნაკლებია?
- 5-მდე შევსება;
- 10-მდე შევსება.
საკვანძო შეკითხვა გახლდათ: როგორ არის შესაძლებელი არითმეტიკული მოქმედებების ცოდნით მოდელზე მუშაობა? (სათამაშო რობოტის შექმნა).
პატარებმა კარგად გაართვეს თავი მოცემულ დავალებას. 1 კვირის მანძილზე მუშაობბდნენ, საბოლოოდ შექმნეს პროდუქტი, გაასიტყვეს- ერთმანეთს გაუზიარეს მუშაობის პროცესი და შეაფასეს როგორც საკუთარი, ისე ერთმანეთის ნამუშევარი.
გონიერი რობოტები „ რობი და ბოტი “