პროექტებისიახლეები

გილოცავთ შობა-ახალ წელს!

მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო! გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს!  2021 წელს მოეტანოს მშვიდობა, ჯანმრთელობა, სიხარული, სიყვარული, ბედნიერება, წარმატება და ბარაქა ჩვენს ოჯახებში. საქართველოში და მთელს მსოფლიოში შექმნილი  მდგომარეობის მიუხედავად  მე-6ა კლასის მოსწავლეებმა და მშობლებმა (დამრიგებელი ლ. იმნაიშვილი) გადაწყვიტეს დისტანციურ რეჟიმში მოელოცათ თქვენთვის ახალი წელი და მათ მიერ ჩაწერილი ვიდეო რგოლებით, რომლებიც აიტვირთა ინტერნეტ სივრცეში , შეექმნათ თქვენთვის მხიარული და სადღესასწაულო განწყობა. ვიდეო  კოლაჟი გამოირჩევა მრავალფეროვანი შინარსით, რადგან მოსწავლეებმა შემოგვთავაზეს როგორც ცეკვები და სიმღერები ასევე წაგვიკითხეს ლექსები, გვითხრეს სადღეგრძელოები, მოგვიმზადეს საახალწლო სუფრის ყველაზე ტკბილი და გემრიელი ნუგბარი – გოზინაყი, მშობლებთან ერთად ჩაგვრთეს საახალწლო სამზადისში: მორთეს ნაძვის ხე და დაამზადეს ფერად-ფერადი ფიფქები. უღრმესი მადლობა ჩემო ძვირფასებო და გისურვებთ ყველას მუდამ გვქონდეთ ახალ წელთან შეხვედრის ხალისი. საახალწლო მილოცვა შეგიძლიათ ნახოთ ლინკზე გადასვლისას: