განახლდა ინგლისური კლუბის საქმიანობა
განახლდა ინგლისური კლუბის საქმიანობა
ინგლისურმა კლუბმა ( ENGLISH CLUB ) განაახლა მუშაობა. დაწყებითი საფეხურის შემსწავლებლებისათვის საინტერესო შესასწავლ მასალას გვთავაზობს ახალი სახელმძღვანელო BUILDING BRIDGES, სულაკაურის გამოცემა. სიახლით შთაგონებულნი ინგლისური ენის მასწავლებლები შეუდგნენ ახალი აქტივობების დაგეგმვას და განხორციელებას.
მიმართულება: წიგნების სამყარო THE WORLD OF BOOKS
ოქტომბერი. ფიფქია SNOW WHITE . მოსწავლეებმა დაამაზადეს ზღაპრების წიგნები და ხატოვნად წაიკითხეს საკუთარი ნამუშევრები. მოსწავლეებმა გამოიყენეს წრიულად კითხვის ტექნიკა.აქტივობაში ჩართულები იყვნენ მე-4 და მე-6 კლასის მოსწავლეები.მათ მიერ დამზადებული წიგნები ასახავს ზღაპრის შინაარსს საკუთარი რედაქტირებით .
ნოემბერი .AUSTRALIAN ANIMALS ბროშურები ავსტრალიურ ცხოველებზე . ავსტრალიის თემატიკის შესწავლის შეჯამება განხორციელდა უძველესი ხელნაწერების დამზადებით დაძველების ტექნიკის გამოყენებით. მოსწავლეებმა დაამზადეს ხელნაწერი დოკუმენტები ( Making manuscripts ). შემდეგ ისაუბრეს მკვდარი ენების შესახებ , როგორიცაა ლათინური და მომაკვდავი ავსტრალური ენები.
https://www.youtube.com/watch?v=MbvqiwyO2vo&t=371s