„გამოიცანი პროფესია“
კლასი: 1
საგანი: ქართული
მასწავლებელი: ია მელიქაძე
თემა: „გამოიცანი პროფესია“
მიზანი: სხვადასხვა პროფესიის გაცნობა. მეტყველების და ერთმანეთთან კომუნიკაციის უნარების განვითარება; მოსმენილის გააზრება და ინტერპრეტაცია. აღწერა: მოსწავლეებმა წაიკითხეს მოთხრობა „მოგზაური“, რომელშიც მთავარი გმირი პროფესიის არჩევაზე ფიქრობს და სხვადასხვა საქმიანობას ცდის. ნაწარმოების გააზრების შემდეგ ბავშვებს მიეცათ დავალება: წარმოედგინათ საკუთარი თავი იმ პროფესიის როლში, რომელშიც სურთ მომავალში გახდნენ. მათ შეარჩიეს შესაბამისი ტანსაცმელი ან სიმბოლური ატრიბუტები. ჩატარდა სახალისო თამაში — „გამოიცანი პროფესია“. თითოეული მოსწავლე კლასის წინაშე წარსდგა და მინიშნებებით ცდილობდა სხვებს მიეხვედრებინა, თუ რა პროფესიის გამოხატვა უნდოდა. შეჯამება: აქტივობამ ხელი შეუწყო მოსწავლეებში პროფესიული ორიენტაციის შესახებ ფიქრის დაწყებას, ისინი იყვნენ მოტივირებულები, ჩართულები და კმაყოფილები საკუთარი შესრულებით.