ბიბლიოთეკების საერთაშორისო დღე
28 ოქტომბერი სკოლის ბიბლიოთეკების საერთაშორისო დღეა. ამ დღის აღსანიშნავად ჩვენი სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელმა ლელა იმნაიშვილმა მე-14 საჯარო სკოლის ბიბლიოთეკას საჩუქრად გადასცა საყმაწვილო ლიტერატურის ოცდაათ ტომეული, რამაც კიდევ უფრო გაამრავალფეროვნა ბიბლიოთეკაში არსებული მხატვრული ლიტერატურა. მადლობა ქალბატონ ლელას, იმედია მოსწავლეები სიამოვნებით წაიკითხავენ სხვადასხვა ეროვნების , ცნობილი მწერლების ნაწარმოებებს და შთაბეჭდილებას გაუზიარებენ თანატოლებს.